პარტიამ „ხალხისთვის“ გადავწყვიტეთ, რომ მივიდეთ ორივე დემონსტრაციაზე - ანა დოლიძე

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე 16 და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით  მხარდამჭერების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პარტია ორივე დემონსტრაციაზე მიიღებს მონაწილეობას.

„პარტიამ „ხალხისთვის“ გადავწყვიტეთ, რომ მივიდეთ ორივე დემოსტრაციაზე, რადგან რეფერენდუმის შედეგად ეს გადაწყვეტილება მიიღო ნახევარზე მეტმა ჩვენმა წევრმა და მხარდამჭერმა“, – აცხადებს ანა დოლიძე.


14 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 16 ივნისს 19:00 საათზე აქცია დაანონსა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მივიდნენ აქციაზე, რათა ევროპას აჩვენონ ერთიანი სურვილი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრება. ამასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის -„შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს აქციის გადადებისკენ მოუწოდა, რაზეც უარი მიიღო.