Edison research-ის კვლევის მიხედვით, პარტიებს შორის მოსახლეობის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებით „გირჩი” ლიდერობს. ყველაზე მეტი გამოკითხული დადებითად პარტიას „ახალი საქართველოსთვის” (გიორგი ვაშაძე) აფასებს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას” კი მოსახლეობის 33% აფასებს პოზიტიურად, ნეგატიურად კი – 67%.
პარტიების მიმართ მოსახლეობის შეფასება კი ასეთია:
-
ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე): პოზიტიური – 36% ; ნეგატიური – 64%
-
ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები: პოზიტიური – 35% ; ნეგატიური – 65%
-
ლეიბორისტული პარტია: პოზიტიური – 33% ; ნეგატიური – 67%
-
„მოქალაქეები” (ალეკო ელისაშვილი): პოზიტიური – 32% ; ნეგატიური – 68%
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია: პოზიტიური – 29% ; ნეგატიური – 71%
-
პატრიოტთა ალიანსი: პოზიტიური – 29% ; ნეგატიური – 71%
-
ლელო: პოზიტიური – 27% ; ნეგატიური – 73%
-
გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი): პოზიტიური – 23% ; ნეგატიური – 77%
-
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა): პოზიტიური – 21% ; ნეგატიური – 79%
-
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე): პოზიტიური – 21% ; ნეგატიური – 79%
-
რესპუბლიკური პარტია: პოზიტიური – 19% ; ნეგატიური – 81%
-
სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია): პოზიტიური – 17% ; ნეგატიური – 83%
-
გირჩი: პოზიტიური – 15% ; ნეგატიური – 85%
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.