პარტიებს შორის მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულებით გირჩი ლიდერობს -Edison research

Edison research-ის კვლევის მიხედვით, პარტიებს შორის მოსახლეობის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულებით „გირჩი” ლიდერობს. ყველაზე მეტი გამოკითხული დადებითად პარტიას „ახალი საქართველოსთვის” (გიორგი ვაშაძე) აფასებს.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას” კი მოსახლეობის 33% აფასებს პოზიტიურად, ნეგატიურად კი – 67%.

პარტიების მიმართ მოსახლეობის შეფასება კი ასეთია:

  • ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე): პოზიტიური – 36% ; ნეგატიური – 64%

  • ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები: პოზიტიური – 35% ; ნეგატიური – 65%

  • ლეიბორისტული პარტია: პოზიტიური – 33% ; ნეგატიური – 67%

  • „მოქალაქეები” (ალეკო ელისაშვილი): პოზიტიური – 32% ; ნეგატიური – 68%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია: პოზიტიური – 29% ; ნეგატიური – 71%

  • პატრიოტთა ალიანსი: პოზიტიური – 29% ; ნეგატიური – 71%

  • ლელო: პოზიტიური – 27% ; ნეგატიური – 73%

  • გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი): პოზიტიური – 23% ; ნეგატიური – 77%

  • თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა): პოზიტიური – 21% ; ნეგატიური – 79%

  • დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე): პოზიტიური – 21% ; ნეგატიური – 79%

  • რესპუბლიკური პარტია: პოზიტიური – 19% ; ნეგატიური – 81%

  • სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია): პოზიტიური – 17% ; ნეგატიური – 83%

  • გირჩი: პოზიტიური – 15% ; ნეგატიური – 85%

Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.