„პასუხი ამ საკითხზე უკვე გაცემულია" - ზურაბიშვილი შეწყალებაზე

პუბლიკა

„პასუხი ამ საკითხზე უკვე გაცემულია”, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, აპირებს თუ არა „მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.

„მე არ მომიწოდებს არავინ რეზოლუციით… პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება მოუწოდოს და რაც მეტი მოწოდება არის და ზეწოლა, უფრო ნაკლებად… ეს არ უწყობს ხელს იმას, რომ პრეზიდენტმა თავისი დისკრეცია გამოიყენოს ამ ფორმით”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, „პოლიტპატიმრების ნაწილში შეგეძლოთ თუ არა რეალობა შეგეცვალათ და ეს არ გააკეთეთ?”, ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„არა, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები, რაც იქნება ხვალ მიღებული, იქნება მიღებული იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ ბოლო წელს, მე გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ჩვენ, მე ჩამოვიყვანეთ შარლ მიშელი, ზელენსკი, მაია სანდუ და ვიყავით ჩვენ ამ ტრიოს წამყვანი ძალა”, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის რეპლიკას: „ციხეში ჩასვა ხელისუფლებამ ნიკა გვარამია”, ზურაბიშვილი პასუხობს: „მიმართეთ ხელისუფლებას”.