პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა

პუბლიკა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მამაკაცი, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 29 ივნისს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 4 თვის ორსულია. სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული მოზარდი დედამ კლინიკაში გადაიყვანა.

საქმეზე გამოძიება 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.