პატრიარქის ბრძანებით, პეტრე ცაავა მოსანანიებლად შიომღვიმეში განწესდა

პუბლიკა

პატრიარქ ილია მეორის ბრძანების თანახმად, პეტრე ცაავა მოსანანიებლად შიომღვიმეში განწესდა, – შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

გუშინ, 31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).