„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერებაზე განცხადება აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა – პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განსახილველად აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

„მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია,  შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა.” – ნათქვამია განცხადებაში.

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მიმართა.