„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მსვლელობით ოპერისკენ მიემართებიან

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების და მხარდამჭერების აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით ოპერისკენ გრძელდება.

პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ისინი მთავარ აქციას, რომელიც პარლამენტთან მიმდინარეობს, არ შეუერთდებიან.