პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ეხმაურება ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ პუტინის განცხადებას და აღნიშნავს, რომ „არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება“

„ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ვერ ხედავს რაიმე მიზეზს, რომ „ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია შევცვალოთ და ვერც რაიმე მინიშნებას [ვხედავთ], რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. ვრჩებით ნატოს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული“, – აცხადებს პენტაგონი.