6084 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია – „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“ განსახილველად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაეცა, – ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და უარი ითქვას პირდაპირ ფრენებზე, – ამ მოთხოვნით პეტიცია manifest.ge-ზე გამოქვეყნდა. პეტიციის ტექსტში საუბარია იმ საფრთხეებზე, რასაც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვება.
რეგლამენტის მიხედვით, პეტიციაზე კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;
ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;
გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას. სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.