პეტრე ცაავა: გამოვდივარ ინიციატივით, შემდეგი სინოდის სხდომა ღია ეთერში ჩატარდეს

პუბლიკა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა არ შეწყდება.

„ვინაიდან მე ვისმენ ბევრ სიცრუეს სინოდის წევრების მხრიდან, გამოვდივარ ინიციატივით, მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი – კრეტის კრება ჩატარდა ღია ეთერში, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ყოველთვის ეკლესიაში ჩაბუდებული „ქვაბ-ავაზაკთა“ ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და შესაბამისად ანტიმართლმადიდებლურ საქციელს“, – აცხადებს პეტრე ცაავა.

31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, ასევე სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). 31 იქტომბრის სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქი „მამათმავლობისა და პედერასტიის ცოდვით შეპყრობილია. ცაავას გამარტებით, „პედარასტიაში“ „ჭაბუკის გამხრწნელი“ იგულისხმა. („პუბლიკა“ ემიჯნება სიძულვილის ენას)