პეტრე ცაავა: ვფიქრობ, საქართველოში იშობა ეროვნული მოძრაობა

პუბლიკა

„ეროვნული, სახელმწიფოებრივი, განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ვფიქრობ, რომ საქართველოში აუცილებლად იშობა და მოემზადება აპოკალიფსური საქართველოსთვის”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა ამ მოძრაობის სათავეში, მან ასე უპასუხა: „უფალი იესო ქრისტე იქნება ყველა ჩვენი განმანთავისუფლებელი მოძრაობის წინამძღვარი და ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები. ყველგან და ყველაფერში“, – აღნიშნა პეტრემ.

გუშინ, 31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).