8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. აქციას მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ.
„არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ქალები ამბობენ, რომ დღეს მათი უფლებები საფრთხეშია.
პარლამენტმა 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს.
ნათია ლევერაშვილის ფოტორეპორტაჟი: