ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.
დღეს უკვე პროტესტის მონაწილე შუქრუთელები ამბობენ, რომ იწყებენ მშრალ შიმშილობას. მათ თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ რაც მათი პრობლემებით არავინ დაინტერესდა. შუქრუთელები 30 მაისიდან თბილისში არიან და პროტესტს, ამერიკის საელჩოს შენობის მიმდებარედ გამოთქვამენ.
„25-ე დღეა რაც რადიკალურ ფორმებს მივმართეთ. დღეს დილიდან კი გადავდგით ეს ნაბიჯი და სრულ, მშრალ შიმშილობაზე გადავედით, რადგან რეალურად არავინ არ მოსულა და ჩვენი პრობლემებით არავინ არ დაინტერესებულა. ჩვენთან არ მოსულა არც კომპანიის წარმომადგენლები, არც სახელმწიფოს წარმომადგენლები, “- ამბობს ერთ-ერთი შუქრუთელი „პუბლიკასთან“.