2 ივლისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. საღამოს თავისუფლების მოედანზე მათი დახვედრის ცერემონია გაიმართა. ფეხბურთელებმა რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს, სადაც მათ გულშემატკივრები ეგებებოდნენ. შემდეგ კი სცენაზე ისინი საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან: