ფოტო
შენობა მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ერთი შეხედვით, ის მართლაც მშვენიერი და წყნარი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო სტუმრის მისაღებად, თუმცა არა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის. ამაზე შენობა გათვლილი არ არის. 28 წლის წინ აქ პირველად შესახლდნენ დევნილები. ზოგს გაუმართლა და დასრულებული „სახლი“ შეხვდა, ზოგს კი საკუთარი ხარჯებით მოუხდა მისი დასრულება. ზოგს სულ 12 კვადრატული მეტრი ერგო, „იღბლიანებს“ კი - აივნიანი „ბინა’’ - ესეც დამატებით 2 კვადრატული მეტრი.
უხილავ ძაფებს ადგილებსა და ადამიანებს შორის ყოველთვის ვაბამთ. ადგილები ზოგჯერ უმიზეზოდ გვიყვარდება. ისინი მნიშვნელობას ზოგჯერ ადამიანების მიხედვითაც იძენენ - იქ ის გავიცანი, აქ ეს ვნახე.
ფარავნის ტბა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ჯავახეთის ცივი კლიმატის გამო ტბა ზამთარში ძირითადად გაყინულია. ტბის ირგვლივ რამდენიმე სოფელია გაშენებული.
„გვინდა, ეს თეთრი ხალათი გავუშვათ, რომ იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩვენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის დროს და არც ომიანობის დროს“, - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი.
18 ნოემბერი, 2019 წელი. თბილისი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მეორე დღეს, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პროტესტი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.
მგონია, რომ ადამიანების ოცნებები და სურვილები მათზე ძალიან ბევრს ჰყვება, ბევრს მოგვითხრობს მათ გრძნობებზე, აღქმებზე, ცხოვრების სტილსა და გარესამყაროსთან დამოკიდებულებაზე. სომერსეტ მოემი ამბობდა, რომ „ოცნება მიზნების წინაპირობაა“. ასე რომ, „ოცნების“ სერიის გადაღების მიზეზიც სწორედ ამ ადამიანების უკეთ გაცნობა, მათი მენტალობის, ღირებულებებისა და მიზნების გამოკვლევა იყო.