რუსები ლარსზე | ფოტორეპორტაჟი დარიალის ხეობიდან

რუსები ლარსზე | ფოტორეპორტაჟი დარიალის ხეობიდან

ალექსანდრე ქეშელაშვილი

შსს-ს ცნობით, მხოლოდ 26 სექტემბერს ლარსის გავლით საქართველოში რუსეთის 10 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ჟურნალისტებთან ბევრი არ საუბრობს. ვინც ჩერდება, ამბობს, რომ ე.წ. მობილიზაციას გამოექცა და ომის წინააღმდეგია. თითქმის არავინ იცის – უკან როდის დაბრუნდება. მცირე ნაწილს საქართველოდან ევროპაში გადასვლა სურს, უმეტესობა საქართველოში რჩება.

მათი ნაწილი რუსეთ – უკრაინის ომზე, ან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბარს გაურბის, ამბობენ, რომ ეჩქარებათ, მანქანა ელოდებათ, ოთხი დღეა არ უძინიათ, აპოლიტიკურები არიან…

საზღვარს კვეთენ ქალებიც, ბავშვებიც, მოხუცებიც, თუმცა უმეტესად ახალგაზრდა კაცები, ე.წ. „სამობილიზაციო“ ასაკში. მანქანებით, ველოსიპედებით, ფეხით, ზურგჩანთებით, ან უბრალოდ პარკებით, ძირითადად 5-10 კაციან ჯგუფებად, ზოგჯერ მარტოც. უმეტესობას იქვე მომლოდინე ტაქსისტები ხვდებიან და წაყვანას სთავაზობენ, ზოგს კი – ადრე ჩამოსული თანამოქალაქეები, უფრო იშვიათად – აქაური ნაცნობები.

ნახეთ „პუბლიკის“ ფოტორეპორტაჟი ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან: