პიკეტირება კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – კალაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ  პიკეტირება და ბლოკირება კანონდარღვევაა და თუ ოპოზიცია ამგვარ მოქმედებას გააგრძელებს, რეაგირება კანონის შესაბამისი იქნება.

ოპოზიცია ხვალიდან აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ პროტესტი პერმანენტული იქნება.

„ოპოზიცია აპირებს, რომ აქციები, პიკეტირება და მწვავე პროტესტი გააგრძელოს. ჩვენ ხვალ ვაპირებთ, მოვაწყოთ „სირცხვილის კორიდორი“ პარლამენტის წინ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დარჩება პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში, თუმცა მზად არიან ხელისუფლებასთან შეხვედრებში მონაწილეობისთვის.