„პირადად მე ვიზიარებ სააკაშვილის მოწოდების სულისკვეთებას“ - დეკანოიძე პარლამენტის დატოვებაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ  პერსონალურად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვების შესახებ.

„პირადად მე ვიზიარებ ამ განცხადების სულისკვეთებას, თუმცა ფრაქციის სახელით შეჯერებული განცხადება გაკეთდება მოგვიანებით“.- განუცხადა „პუბლიკას“ ხატია დეკანოიძემ.

როდის გახდება ცნობილი პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის პოზიცია პარლამენტის დატოვებაზე, ჯერ უცნობია. დეკანოიძემ თქვა, რომ ეს შეიძლება, დღეს ან ხვალ ბათუმში გამართულ აქციაზე ითქვას.

დღეს ციხეში სააკაშვილი ნიკა გვარამიამ მოინახულა. დაწესებულებიდან გამოტანილ წერილში სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, დატოვონ პარლამენტი.