პირბადის ტარების მაჩვენებელი 62%-მდე შემცირდა - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ბოლო კვირის მონაცემებით, რომელიც ითვლის პირბადის ტარების მაჩვენებელს, საქართველოში პირბადის ტარების რაოდენობა 72 პროცენტიდან 62 პროცენტამდე შემცირდა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც გარკვეულად პროგნოზირებას გვიკეთებს, ასევე გუგლის საშუალებით ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც შემოდგომასთან მიმართებაში გაზრდილი იყო 72 პროცენტამდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62 პროცენტზე. ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა, 400  ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის, რა თქმა იმდა ის 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო შემოდგომის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში, მაგრამ ძალიან საყურადღებოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ატარონ პირბადეები.

„კიდევ ერთხი თხოვნა მაქვს მოსახლეობისადმი, მთავარი პრევენციული საშუალების, პირბადის ტარება კი არ უნდა შევამციროთ 62 პროცენტამდე და ქვემოთ, არამედ პირიქით, ავწიოთ 95 პროცენტამდე და ყველა ის შემსუბუქება, რაც დღეს გამოცხადდა, უფრო ადვილად გადაგვატანინებს მომავალ ორ თვეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.