პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 982 მოქალაქე დავაჯარიმეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო პოლიციამ 982 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა 67 ადამიანი დააჯარიმეს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილების წესის დარღვევის გამო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებს უწყება.


პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.