პირველად, გამოჯანმრთელებულები უფრო მეტია, ვიდრე ახალი შემთხვევები – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულები უფრო მეტია, ვიდრე დადასტურებული შემთხვევები.

„გვაქვს 6 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები დაგვემატა გუშინ და 12 გვყავს. პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულ შემთხვევებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილია, ასე გაგრძელდეს.

თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს სულ 349 პაციენტი, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულებს.

ჩვენს ცენტრს რაც შეეხება, 42 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული სულ 63-ია ჩვენთან გუშინ 3 პაციენტმა დატოვა კლინიკა. ამ 42-დან უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ამ ეტაპზე 3 განიხილება, როგორც მძიმე პნევმონიით დაავადებული“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.