„პირველადი ინფორმაციით, ჩვენს სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა“ - საზოგადოებრივი მაუწყებელი

პუბლიკა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი არხის სერვერებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. მათი თქმით, ეს არის პირველადი ინფორმაცია, რასაც შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

„პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ. სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა“, – ნათქვამია საზოადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.