„პირველი არხის“ კვლევით, ყველაზე მეტი ადამიანი „იმედსა“ და „პირველ არხს“ ენდობა

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ყველაზე მეტი ადამიანი ტელეკომპანია „იმედსა“ და „პირველ არხს“ ენდობა.

სატელეფონო კვლევა საქართველოს მასშტაბით კომპანია „სონარის“ მიერ 2021 წლის დეკემბერში ჩატარდა. გამოკითხვაში 18 წლის და უფროსი ასაკის ტელემაყურებლები მონაწილეობდნენ.

კვლევის მიზანი იყო ტელეაუდიტორიის დემოგრაფიული სტრუქტურის, ტელეყურების სიხშირისა და ტელეკომპანიებისადმი ნდობის დადგენა.