პირველი ინსტანციის 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა - იუსტიციის საბჭო

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე 15 წევრის ხმის მიცემის შედეგები ასეთია:

1. ივერი აბაშიძე – 14 ხმით;
2. იოსებ აბრამიძე – 15 ხმით;
3. დარინა აბულაძე – 14 ხმით;
4. თათია გოგოლაური- 14 ხმით;
5. თინა ვაშაყმაძე – 15 ხმით;
6. ნინო თარაშვილი – 15 ხმით;
7. იზა კელენჯერიძე – 15 ხმით;
8. მაია კვირიკაშვილი – 15 ხმით;
9. გოგა კუპრეიშვილი – 15 ხმით;
10. სოფიო ლეჟავა – 15 ხმით;
11. ლელა მილდენბერგერი – 15 ხმით;
12. ირმა ტოგონიძე – 14 ხმით;
13. ნათია ტოგონიძე – 15 ხმით;
14. ნინო ჩახნაშვილი -14 ხმით;
15. ხათუნა ჯინორია – 15 ხმით.

„პუბლიკას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნული მოსამართლეები პირველი ინსტანციის მოსამართლეები არიან, თბილისის და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში.

მათივე განმარტებით, მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარს განწესდნენ, პროცედურის მიხედვით კი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მათთან საბჭომ ჩაატარა გასაუბრება და მათი უვადოდ განწესების გადაწყვეტილება მიიღო.