პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ. როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ - გაბუნია

პუბლიკა

პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი [კორონავირუსის] ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

„საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან დიალოგზე არ გავდივართ. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმოსა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა მივიღოთ. პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.