„ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დათო გზირიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ვირუსის პირველ ტალღას ვერ ვუწოდებთ, რადგან შემთხვევების გამოვლენიდან მალევე შეზღუდვების დაწესებამ ინფიცირების ტემპი შეამცირა.
„პირველი ტალღაც არ გვქონია. ჩვენ გვქონდა სიო პატარა. არ ყოფილა ტალღა. თავიდანვე იმდენად ორგანიზებულად დავხურეთ გალავნის კარები და ჩავიკეტეთ, პრაქტიკულად, ამ ვირუსმა ვერ მოახერხა და ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა იმუშავა.
მე თუ მკითხავთ, ტალღა ჩვენ საერთოდ არ გვქონია. ჩვენ პირველ ტალღას, ანუ უკვე მზადებას მაშინ ველოდებით ან თუ გაგვექცა შიდა გადაცემა, რომელიც ახლა კონცენტრირებულია სამხრეთ საქართველოში, ან, როდესაც ჩვენ გავხსნით გალავნის კარებს, მნიშვნელობა არ აქვს ტურიზმის თუ სხვა რამის გამო, მაინც უნდა გავხსნათ. ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ და მაინც შემოვა აქ და იქნება ზრდა.
მთელი ჩვენი ამოცანაა, ეს ზრდა არ იყოს მკვეთრი და მისი გამკლავება შეგვეძლოს; ჩემი წარმოდგენით, ეს არაა სავალდებულო აციება და შემოდგომა, ინტერვალით, მით უმეტეს თუ საზღვარს გავხსნით, ეს დაიწყება სექტემბერ-ოქტომბერში“, – განაცხადა გზირიშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა იმ კანონპროექტზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე განხილვით მიიღო.
აპრილში გამოქვეყნდა სტატია ამერიკაში. დაითვალეს, რა ეტაპებს გადის დემოკრატიული ქვეყანა. ცდუნება იმდენად დიდია ტოტალიტარულ-ავტოკრატიული მართვისა, რამდენიმე ეტაპად, 7 ეტაპი არის გამოყოფილი, ქვეყანა მიექანება ავტორიტარიზმისკენ. მე-7 ეტაპი არის მედიკალიზაცია, ანუ სამედიცინო მოტივით ასაბუთებს ხელისუფლება, რომ ჩემი სამედიცინო ნაბიჯი სწორია. ამ სტატიაში გაწერილია, როდის რომელ ეტაპზე იქნება ევროპისა და ამერიკის ქვეყნები. ამის დემონსტრაცია იყო გუშინდელი კანონპროექტი“, – აცხადებს გზირიშვილი.