პლაჟებზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური რეგულაციები იმოქმედებს - თინათინ ზოიძე

პუბლიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე პლაჟებზე გარემოვაჭრეების შესახებ აცხადებს, რომ მათი საქმიანობა გულისხმობს ნაღდ ანგარიშსწორებასა და საქონლის გაცვლას. ამიტომ მათთვის ამოქმედდება სპეციალური რეგულაციები, რომლებზე მუშაობაც მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

„ჩვენ ამ სტანდარტების მიღებისას თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ მომსახურებებს, რომლებიც ხელით შეხებასა და ნაღდ ანგარიშწსწორებასთან არის დაკავშირებული, მაქსიმალურად, განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ წელს განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება და ძალიან მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმთელობას“, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.