პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე“.

„ეს არის აბსოლუტურად არასწორი შეფასება. რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ჩვენს ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება; ჩვენს ქვეყანას სჭირდება დეესკალაცია; ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამთლიანება და არა დაყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პლებისციტი სწორედ არის ისეთი მიდგომა და ისეთი გზა, რომელიც საშუალებას აძლევს ორივე მხარეს, ამ შემთხვევაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას, რომ გადაწყვეტილება მიანდოს ხალხს, თანამოქალაქეებს და მათი გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს“, – არნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის შეფასებითვე, პლებისციტი არის ძალიან დემოკრატიული გზა დავის გადაჭრის.

„ეს არის ძალიან დემოკრატიული გზა დავის გადაჭრის და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვერ ვთანხმდებით ვადამდელ არჩევნების პირდაპირ ჩანიშვნაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვანდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ხალხს, ისინი გამოვიდნენ არბიტრად და მათ გადაწყვიტონ სჭირდება თუ არა ქვეყანას ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე“, – ამბობს ჯაფარიძე.

როგორც „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერმა განაცხადა, პარტია არ აპირებს გადახედოს ამ პოზიციას.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შეხედულებების ჩვენი გეგმის და ჩვენი მიზნების შესაბამისად. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში მოხდეს დეესკალაცია, დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, მივაღწიოთ შეთანხმებას იმ 6 პუნქტზე, რომელზეც საუბრობდა შარლ მიშელი, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ვმოქმედებთ თამმიმდევრულად. ჩვენ თავდაპირველადვე ვაცხადებდით და არ დაგვიმალავს, რომ პლებისციტი იყო კომპრომისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით ქ„ართულ ოცნებას“ და ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით. შესაბამისად ჩვენ ვრ ებით თანმიმდევრული პოლიტიკურ პარტიად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბარიერგადალახული პარტიების უმრავლესობა ამ პოზიციას იზიარებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარაძემ.


ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.