პოეტ პაატა შამუგიას ფრანგულად გამოცემული კრებული მალარმეს პრემიის ფინალშია

პუბლიკა

პაატა შამუგიას ფრანგულად გამოცემული პოეტური კრებული „შიზოგადოება“ მალარმეს პრემიის ფინალშია. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

მალარმეს აკადემიის ჟიურიმ, რომელიც 30 წევრისგან შედგება, თარგმანის ნომინაციაში 8 ფინალისტი შეარჩია. გამარჯვებული ნოემბერში, ბრივის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.

კრებული ფრანგულად მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამომცემლობა La Traductière-ს მიერ დაიბეჭდა. თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ.

სტეფან მალარმეს სახელობის ლიტერატურული პრემია 1937 წლიდან გაიცემა.