საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე „პიტბული”-ს ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.