POG: დააკავეს პირი, რომელმაც პროკურორის სახელის გამოყენებით თანხას მოტყუებით დაეუფლა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, პროკურორის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა შეეძლო, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა.

საკითხის მოგვარების სანაცვლოდ კი 4000 აშშ დოლარი მოსთხოვა.  თანხის ნაწილი ბრალდებულმა  დაზარალებულს პირადად გამოართვა, რა დროსაც გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული  6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.