პროკურატურის განცხადებით, თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და გამოყენება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.