POG: ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზიანებების შედეგად ქალი კლინიკაში 2024 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა.