პოლ მაკკარტნიმ სოციალურ ქსელებში კაფე „მზიურის“ მისალოცი პოსტი გააზიარა

პუბლიკა

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ბრიტანული ჯგუფის, „ბითლზის“ ერთ-ერთმა წევრმა, პოლ მაკკარტნიმ „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ კაფე „მზიურის“ დაბადების დღის მისალოცი პოსტი გააზარა.

„Meat free monday“(უხორცო ორშაბათი) კაფე „მზიურს“ 5 წლის იუბილეს ულოცავს და ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პოლ მაკკარტნიც Meat free monday-ის აქტიური მხარდამჭერია.

Meat free monday-ის მიზანია, ერთი დღით ხორცზე უარის თქმით ადამიანები დაეხმარნონ პლანეტას და ჩვენს მომავალს.

სოციალური კაფე „მზიური“ 1 ივნისს 5 წლის გახდა.

„მზიურის“ ყველაზე დიდი ოცნება ისაა, რომ ერთ დღეს კაფეს სერ პოლ მაკარტნი ესტუმრება. კაფეს ადმინისტრაცია კამპანიას #ჩამოვა ეწევა.