პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტთან კასრების დადგმის საშუალებას არ აძლევს

პუბლიკა

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შესასვლელთან კასრების დადგმას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ  მათ კასრები ჩამოართვა.

საცეცხლე კასრები აქციის მონაწილეებს გასათბობად სჭირდებათ. როგორც ისინი ამბობენ,  პარლამენტის შესასვლელებთან მთელი ღამით აპირებენ დარჩენას.

როგორც პოლიცია ჟურნალისტებთან ამბობს, კასრები მძიმე და დიდი საგნებია, ამიტომ საფრთხის შემცველია, სწორედ ამიტომ ჩამოართვეს ისინი აქციის მონაწილეებს.