პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების კარვებს შლის

პუბლიკა

პოლიცია ნამოხვანში და ქუთაისთან ახლოს, გუმათის ჰესთან „რიონის ხეობის მეცველების“ მიერ გაშლილ კარვებს შლის.

ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტებმა გაავრცელეს.

სამართალდამცავები მობილიზებული არიან,  როგორც სოფელ გუმათთან, ასევე სოფელ ნამოხვანში.

შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაიტანონ.

აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის თქმით, კარვები არ არის მდინარესთან ახლოს. შესაბამისად შსს-ს განმარტება საბაბია იმისთვის, რომ კარვები პოლიციამ აიღოს. 

აქტივისტების თქმით, პოლიცია მათ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. სოფლისკენ დაადგილების უფლებას ამ დროისთვის არ აძლევენ არც ჟურანლისტებს, რომელბიც გუმათჰესთან იმყოფებიან.

აქტივისტები პოლიციას მიმართავენ, თუკი მართლა მათი უსაფრთხოებაა საზრუნავი,  მიეცეთ უფლება კარვებთან მივიდნენ და ბანაკის გადატანის სამუშაოებში ჩაერთონ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები „სპექტაკლს დგამენ“, თითქოს მათ კარავში სასმელი ჰქონდათ, ამის დასადასტურებლად კი ავრცელებენ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებს კარვებიდან არაყის ბოთლები გამოაქვთ. აქტივისტები მოითხოვენ ალკოტესტის ჩატარებას, იმის დასამტკიცებლად, რომ არაყის ბოთლები პოლიციამ განძრახ შეიტანა კარვებში აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით.