პოლიციამ „ალტ-ინფოს“ აქციაზე 17 პირი დააკავა

პუბლიკა

პოლიციამ დღეს პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქციაზე 17 პირი დააკავა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 17 პირი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გასულ ღამით „ალტ-ინფოს“ აქციაზე 26 პირი დააკავეს.

ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით. მათ პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

რამდენიმე ხნით ადრე „ალტ-ინფომ” გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულები არიან პარტიის ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.

ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრები და მხარდამჭერები „თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგოდ იყვნენ შეკრებილნი.

LB loan image desktop LB loan image mobile