პოლიციამ აქტივისტებს პარლამენტის ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა

პუბლიკა

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, სამართლადამცავებმა პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს 30 წუთი მისცეს ტერიტორიის გასათავისუფლებლად. პოლიციამ განუმარტა აქციის მონაწილეებს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

პარლამენტის უკან, შესასვლელთან ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ, სპედანიშნულების რაზმის წევრები იმყოფებიან.

დღეს შსს სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.