პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 54 წლის კაცი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1966 წელს დაბადებული კაცი, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს“, – ამბობენ უწყებაში.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.