პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ენმ-ის ოფისთან აქტივისტებისა და მხარდაჭერების დაკავების შესახებ და ამბობს, რომ ისინი არ დაემორჩილენ პოლიციის მოთხოვნას, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და ამის გამო შსს-მ მათ წინააღმდეგ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

„სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური
მოძრაობის” ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები
გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და
ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.