სპეცრაზმმა ნიკა მელია დააპატიმრა

პუბლიკა

სპეცრაზმი ნიკა მელიას ოფისშია შეჭრილი, მათ უკვე გაჰყავთ იგი ოფისიდან.

ოფისზე შტურმი გამთენიისას დაიწყო. სპეცრაზმი ოფისში ძირითადი შესასვლელიდან და სახურავიდან შეიჭრა და ძალის გამოყენებით შეაღწიეს მელიას კაბინეტამდე. მათ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ამ წუთებში მელია უკვე სპეციალურ მანქანაში ჩასვეს.

მანამდე სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების გაყვანა დაიწყო. ოფისთან მობილიზებულია ასობით პოლიციელი, სპეცრაზმელი, სასწრაფო დახმარების მანქანები.