პოლიციამ სეანსის დასრულების შემდეგ „ამირანთან" აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა

პუბლიკა

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, კინოთეატრ „ამირანიდან“ ფილმის სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებლის გამოსვლას აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. აღინიშნა მცირე ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, „ქართული მარშის” რამდენიმე წევრი  კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსხდა და ამ ფორმით მოითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.

შსს ცნობით, თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.