პოლიციამ „სირცხვილიას“ ოფისიდან აქტივისტები გაიყვანა

პუბლიკა

ძალადობრივი ჯგუფის წევრების ნაწილი მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მივიდა.

„TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი შენობაშიც შევიდა. ძალადობრივმა ჯგუფებმა ჩაამსხვრიეს მინები და დაამტვრიეს ჟურნალისტების ტექნიკა.

პოლიციამ ოფისში მყოფი აქტივისტების გაყვანა შენობიდან მოახერხა. ერთ-ერთმა აქტივისტმა, დათო სუბელიანმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ შენობიდან შეძლეს „გასწრება“. მისი თქმით, ყველა აქტივისტი შედარებით უსაფრთხო გარემოშია გადაყვანილი.


დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშია დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.