პოლიციაში დაკითხვისას დაირღვა სტანდარტი - EMC

პუბლიკა

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის დაკითხვისას უხეშად დაირღვა პროცესუალური სტანდარტი”, – ამბობენ „ადამიანი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში”. (EMC)

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, სტანდარტი საგამოძიებო უწყებას ავალდებულებს, არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

„ამ პროცესში აგრეთვე შეილახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას”. – ამბობენ EMC-ში.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს, 20 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.