პოლიციის მაიორი ონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე. უწყების ინფორმაციით, ის სტიქიის ზონაში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.