პოლიციის თქმით პოზნერი და მისი სტუმრები 2-2 000 ლარით დაჯარიმდებიან

პუბლიკა

„მოხდა მათი იდენტიფიცირება და ჯარიმდებიან და დაჯარიმდა ნაწილი. ყველა ჯარიმდება, დრო სჭირდება ადამიანის დაჯარიმებას. 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება ყველა იმ პირს, ვინც დაარღვია მთავრობის დადგენილება. რაც შეეხება ობიექტს, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით” – თქვა ჟურნალისტებთან ვაჟა სირაძემ, საპატრულო ოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანხმლებმა პირებმა  “ვინოტელი” ხმაურის ფონზე  დატოვეს. მათ პოლიციელებმა კორიდორი გაუკეთეს რათა  უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ტერიტორია.

ისინი სასტუმრო რუმსში გადაიყვანეს, სადაც ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ვინოტელთან” პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მას შემდეგ დაიწყო რაც საქართველოში ჩამოსულმა რუსებმა ვლადიმერ პოზნერის იუბილეს აღნიშვნა დაიწყეს.

რუსული შოუბიზნესის და მედიის წარმომადგენლებმა ვინოტელი საქაქრთველოს ჰიმნის ფონზე დატოვეს. აქციაზე ისმოდა ხმაური, სასტვენების ხმა, საპროტესტო შეძახილები.

საქართველოში რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი რუსული შოუბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა.

იგი საქართველოში ცნობილია ფრაზით – „აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი”.