პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, სხვადასხვა პარტიასთან მიკედლების პრობლემა ჰქონდეს – კალაძე მარგველაშვილზე

პუბლიკა

გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნებაზე განცხადების შეფასებისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ, ზოგადად, პოლიტიკაში ადამიანების მოსვლას მიესალმება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას, თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებზე, რაც მარგველაშვილისგან მოვისმინეთ, გეტყოდით იმას, რომ პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთან. ვნახოთ, რა მოხდება“, – თქვა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში ასევე განაცხადა, რომ, როდესაც საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად არის, ესაუბროს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის, სააკაშვილს.