„პოლიტიკური ბოდვა და უმსგავსობა" - პუტინი ვარჰეის სატელეფონო საუბარზე

პუბლიკა

„ევროკომისრები ბევრნი არიან, ისინი მუდმივად იცვლებიან და სისულელეებს ლაპარაკობენ“, – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეხმაურება საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას  ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა. პუტინი საკითხს პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის პასუხად გამოეხმაურა:

შეკითხვაზე – ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ევროკომისარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედით დაემუქრა. როგორ აფასებთ ამას, ეს კოლექტიური დასავლეთის ახალი პოლიტიკაა?

პუტინმა აღნიშნა: მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ რა თქვა რომელიღაცა კომისარმა, იქ ბევრი კომისარია, ისინი იცვლებიან და სულ რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ; მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ – ამას პოლიტიკური ბოდვის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს.


ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა, როდესაც პარალელი გაავლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს შემთხვევასთან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მოგვიანებით, საკითხს გამოეხმაურა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი და აღნიშნა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი უკონტექსტოდ ამოიღეს და სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.