„პოლიტიკური პროექტი, სადაც ვიქნები, იქნება ახალ სუბიექტებზე დაფუძნებული“ - გვარამია პოლიტიკურ გეგმებზე

პუბლიკა

„მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად“ – აცხადებს მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას.

პოლიტიკურ გეეგმებზე ნიკა გვარამიამ გადაცემა „ღამის მთავარში” ისაუბრა.

გვარამია ამბობს, რომ პოლიტიკური პროექტი სადაც ის იქნება, იქნება „ახალ ადამიანებზე დაფუძნებული პროექტი.“ მავე აღნიშნა, რომ ამას დაიწყებს თებერვლიდან.

„ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგიდასთან მსხდომ ადამიანებს, რომ სიაში მაგალითად, ყოველი მეორე, ან ყოველი მესამე იყოს ადამიანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არ ყოფილა…

მე სურვილი მაქვს, რომ ეს ასე იყოს და იმედია, რომ ასე იქნება. მე არავის არ ვეუბნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადი არის, რომ მოდით, გავაკეთოთ ერთად.  საბედნიეროდ არიან ადამიანები, ვინც იგივე განწყობაზეა და ვინც მე მეძახის, რომ მოდი გავაკეთოთ ერთად. მე ასეთი ადამიანების მესმის. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს “მოდი ჩემთანს” ვინც მეუბნება და მე არ აპირებ რაღაცის მოქსოვას და მერე მოხიბვლას ვიღაცების, რომ მოდით გაებით ჩემს მოქსოვილ ქსელში. ზუსტადაც, რომ ახალს გამოვიგონებ [ველოსიპედს], მე და ისინიც ვისთან ერთადაც ვიქნები”,- განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად ნიკა გვარამიას არ დაუსახელებია ამ ადამიანების ვინაობა, თუმცა ამბობს, რომ ესენი არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ისინი ვინც არ არიან პოლიტიკოსები, თუმცა კავშირი აქვთ პოლიტიკურ პროცესებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და ისინიც ვისაც ნამუშევარი აქვთ საჯარო სამსახურსა და საჯარო სფეროში – „ჩვენ, იქნება ნამდვილად ჩვენ” – ამბობს ის.

„ნიკა გვარამიასთან კოალიციაში შედის არასწორია. ნიკა გვარამია და … გააკეთებენ კოალიციას, ისინი იქნებიან ერთად. არავინ არ მოდის ჩემთან, არავისთან არ მივდივარ მე. ჩვენ ვართ ერთად და ვაკეთებთ ამას ერთად. ეს მოიტანს სირთულეებს, მაგრამ ეს მოიტანს სიძლიერესაც. აქ იქნება სიახლის ეფექტი, რომელიც ყოველთვის გულისხმობს სირთულეებს, მაგრამ, ძალიან გამაძლიერებელი იქნება”,- ამბობს გვარამია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე აპირებს თუ არა ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ წასვლას, გვარამია პასუხობს, რომ არ აპირებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში მე არ მივდივარ, ნაციონალური მოძრაობა ჩემთან არმოდისთქო რომ ვთქვა, სასაცილოც იქნება. თანამშრომლობა ამის შემდეგ როგორ იქნება და ა.შ. მოდით ამაზე ვილაპარაკოთ მერე, როცა ეს საკითხი რელევანტური იქნება. ამ წუთში ეს საკითხი რელევანტური არ არის”,- ამბობს გვარამია.